ჰაერის შემადგენლობაში შემავალი გაზების მოლეკულების გადანაცვლების პროცესი, რასაც იწვევს ამ მოლეკულების თბური მოძრაობა ტემპერატურის ან კონცენტრაციის გრადიენტის გავლენით. ნიადაგის ჰაერის გაზების დიფუზიის პროცესი არის ერთადერთი ძირითადი ფაქტორი ნიადაგსა და ატმოსფეროს შორის გაზთა ცვლაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.