დოლომიტი - კარბონატების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა CaMg(CO₃ )₂. კრისტალება ტრიგონულ სინგონიაში. აგრეგატები მარცვლოვანი, თირკმლისებრი ან ბოჭკოვანია. არის თეთრი, მომწვანო, მოწითალო ან უფერო გამჭვირვალე. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,5. სიმკვრივე 2800-2900 კგ/მ³. მინერალ დოლომიტისგან წარმოიქმნება ქანი, რომელიც ქემოგენური, ზოგ ჯერ ჰიდროთერმულიცაა. ხშირად კალციტთან ერთადაა წარმოდგენილი. ხშირია კირქვის შლამის ან კირქვების გადოლომიტება (Ca-ის Mg-ით ჩანაცვლების პროცესი). დოლომიტს იყენებენ მეტალურგიაში, ცეცხლგამძლე აგურისა და ლითინური Mg-ის მისაღებად, სოფლის მეურნეობაში, მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.