C

ებ ეგ ედ ევ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეფ ექ ეწ
ელე ელუ

ელემენტარული ნიადაგური პროცესი

პირობითი სახელწოდება იმ პროცესებისა რომლებიც საერთოა სხვადასხვა ნიადაგწარმოქმნის ტიპისათვის (შემოტანილია ი. გერასიმოვის მიერ. ამ ჯგუფის პროცესებს ა. როდე უწოდებს „კერძო ნიადაგთწარმოქმნის მაკროპროცესებს“). ეს პროცესები შეიძლება იყოს ნიადაგის გენეზისური დიაგნოსტიკის საფუძველი და მთლიანად ნიადაგწარმოქმნის პროცესის თეორიის შემდგომი განვითარების ბაზა. გამოიყოფა ელემენტარული ნიადაგური პრო ცესების სამი ჯგუფი: 1. ელემენტარული პროცესები, რომლებშიც მთავარია ნიადაგის მინერალური ნაწილის გარდაქმნა; პირველადი ან პრიმიტიული ნიადაგთწარმოქმნა, გათიხება (სიალიტიზაცია), ლატერიზაცია, ალიტიზაცია, ან ფერალიტიზაცია. 2. ელემენტარული პროცესები, სადაც მთავარია ორგანული ნივთიერების გარდაქმნა: ჰუმუსის დაგროვება, ტორფის დაგროვება. 3. ელემენტარული პროცესები, რომლებშიც მთავარია ნიადაგთწარმოქმნის მინერალური და ორგანული პროდუქტების გარდაქმნა და გადანაცვლება: დამლაშება (დამლაშების პროცესი), განმარილება (გაბივობება და გასოლიდება), გალებება და გარკინიანება, გამოტუტვა (დეგრადაცია, ლესივაჟი, ილმერიზაცია, ცრუ გაეწრება) ან გაეწრება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9