პირველადი წარმოქმნის ადგილზე დარჩენილი ქანების დაშლის პროდუქტები. გვხვდება მთიან ზონაში (მოტანილი მასალა არ არის გადაფარებული). ამონაღვარი ქანების გამოფიტვის პროდუქტებს, რომლებიც ადგილზეა დარჩენილი, ორთოელუვიონი ჰქვია, ხოლო დანალექი ქანების გამოფიტვის პროდუქტებს პარაელუვიონი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.