| | |
ლესივირებული (E₂) - ღია ფერის ჰორიზონტი პროფილის ზედა ნაწილში, მკვდარი საფარი, ჰუმუსიანი ან სახნავი ჰორიზონტების ქვეშ. სუსტად მჟავე არეს პირობებში ჰორიზონტიდან გამოირეცხება ლექის ნაწილაკები დაშლის გარეშე;
გასოლოდებული (E₃) - ღია ფერის, მოთეთრო ჰორიზონტი პროფილის ზედა ნაწილში, ჰუმუსიანი ჰორიზონტის ქვეშ. წარმოიქმნება გასოლოდების შედეგად. ტუტე ხსნარის მოქმედებით იშლება მინერალური ნაწილი, შთანთქმის კომპლექსიდან გამოძევდრბა გაცვლითი ნატრიუმი და გამოიტანება მინერალების დაშლის ამორფული პროდუქტები.
ელუვიურ-ლებიანი (E₄) - ღია ფერის. მოთეთრო ჰორიზონტი პროფილის ზედა შუა ნაწილში. წარმოიქმნება გალებების გავლენით, ტენის ნაწილობრივ აღდგენითი პროცესები მჟავას ზემოქმედებით და დაშლის პროდუქტები გამოიტანება ჰოტიზონტიდან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |