ჰორიზონტალური ზედაპირი, რომლის დონეზე წყლის ნაკადი (მდინარე, ნაკადული) კარგავს ძალას და არ შეუძლია თავისი ძირის გაღრმავება. საერთო ეროზიის ბაზისს წარმოადგენს მსოფლიო ოკიანის დონე, ხევისათვის ეროზიის ბაზისია მდინარის ან შესართავის მიჯნის დონე, თხელი მდინარისათვის - იმ მდინარის დონე, რომელსაც იგი უერთდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.