დამახასიათებელია იმ ნიადაგებისათვის რომლებშიც გრუნტის წყალი ახლოსაა (ზედაპირული ინტენსიური აორთქლების გამო გრუნტის წყალი კაპილარულად იწევს). თუ გრუნტის წყალი მინერალიზებულია, მაშინ მიმდინარეობს ნიადაგის მეორეული დამლაშება. გვხვდება მშრალი და თბილი კლიმატის პირობებში უარყოფითი ტენის ბალანსის ზონაში. ა. როდე ექსუდაციური ტენის რეჟიმის ტიპს ყოფს სამ ქვეტიპად: მდელო ველის, მდელოს და მლაშობიანი რომელთა წყაროა ატმოსფერული და გრუნტის ტენი (კაპილარულ-დამჯენილი წყალი).
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.