C

ებ ეგ ედ ევ ეთ ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეფ ექ ეწ
ეწე

ეწერი

ნიადაგები: ეწერ და ეწერ-კორდიან ნიადაგებს დიდი ტერიტორია უკავია, საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში. ამ ნიადაგების ფორმირება ხდება სხვადასხვა დედაქანზე. ვაკე რელიეფის პირობებში ტყე მცენარეების ქვეშ. ეს ნიადაგები ხასიათდება გაეწრების სხვადასხვა ხარისხით. ორშტეინისა და საერთოდ მკვრივი ილუვიური ჰორიზონტით, რომელიც წყლისათვის უჟონვადია და ხელს უწყობს ნიადაგების პერიოდულ დაჭაობებას. ეწერი ნიადაგები დიდი რაოდენობით შეიცავენ რკინისა და ალუმინის ერთნახევარ ჟანგეულებს მთელს პროფილში; ზედა ჰორიზონტში ადგილი აქვს ჰუმუსისა და SIO₂ დაგროვებას. ეს ნიადაგები მცირე რაოდენობით შეიცავენ კალიუმს და მაგნიუმს, აგრეთვე მცენარისათვის საჭირო საკვებ ელემენტებს. დასავლეთ საქართველოში ეწერ და ჭაობიან ნიადაგებს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. ისინი ძირითადად გვხვდება აფხაზეთში: ოჩამჩირე, გალი. სამეგრელოში: ზუგდიდი, სენაკი, აბაშა, მარტვილი. იმერეთი: სამტრედია, წყალტუბო. ეწერ ნიადაგებს შორის გაეწრების ხარისხის მიხედვით გამოყოფენ სუსტ, საშუალო და ძლიერ გაეწრებულ ნიადაგებს. გაეწრების ხარისხს გამოხატავს ზედა ფენაში სილიციუმის, ხოლო ქვედა ფენაში ალუმინისა და რკინის დაგროვება. ეწერ და კორდიან-ეწერ ნიადაგებში ჰუმუსის შემცველობა გაეწრების ხარისხის მიხედვით იცვლება. ეწერ ნიადაგების ზედა ფენაში მისი შემცველობა ხშირად 3.5-4% უდრის, ძლიერ ეწერში მცირეა და 2%-ს არ აღემატება. წყალუჟონვადი ორშტეინის ჰორიზონტი იწვევს ამ ნიადაგების დაჭაობებას, რომლისათვისაც დამახასიათებელია ქვედა ჰორიზონტში გალებება. ასეთ ნიადაგებს ეწერ-ლებიან ნიადაგებს უწოდებენ და იგი წარმოადგენს გარდამავალ ფორმას ეწერიდან ჭაობის ნიადაგისკენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9