ვაზის მავნებლები ორ ჯგუფად იყოფა: მიწისქვეშა – ფილოქსერა, ამიერკავკასიის მარმარა ღრაჭა, მავთულა ჭიები, მახრა ანუ ბოსტანა, კავკასიის დიდი წმინდადხვევია და მიწისზედა ორგანოების მავნებლები: ლივორნული სფინქსი, კვირტის ჭია, ყურძნის ჭია, ფქვილისებური ცრუფარიანა, ბალიშა ცრუფარიანა, აკაციის ცრუფარიანა, ვაზის აბლაბუდიანი ტკიპა, ვაზის ქეჩიანი ტკიპა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.