ვაზის მავნებელ–დაავადებათა წინააღმდეგ ინტეგრირებული მიდგომა ანუ ქიმიურ ღონისძიებებთან ერთად აგროტექნიკური ღონისძიებების: ნიადაგის დამუშავება, რწყვა, სხვლა დროული ჩატარება ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა მავნებელ– დაავადებათა შესამცირებლად. მავნე ორგანიზმებიდან მცენარეთა დაცვის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანია სელექციური მეთოდი, რომელიც დამყარებულია ჯიშთა გამძლეობაზე შეჯვარების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.