L. (Pulvinaria innumerabilis Rathon) ეს ცრუფარიანა გავრცელებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში. იგი წუწნით აზიანებს მცენარის მიწისზედა ორგანოებს, სახლდება რა ვაზის ფოთლის ორივე მხარეს, მტევნის ყუნწზე და კლერტზე, ასევე მწვანე ყლორტებზე, პწკალზე. მავნეობით ძალიან წააგავს ვაზის ფქვილისებრ ცრუფარიანას, მაგრამ მათ შორის ერთი არსებით განსხვავებაა: ის ერთწლიანი გენერაციით ხასიათდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.