C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაზის კიბო

L. (Agrobacterium tumefaciens Sm> et T)
კიბო ვაზს ყველა ასაკში აავადებს, თუმცა, განსაკუთრებით, ხნოვანებს ეტანება. დაავადება შტამპიდან იწყება, თუმცა ვხვდებით რქებზე, ყლორტებსა და ფესვებზეც. ვაზის კიბო ბაქტერიული ავადმყოფობაა. მისი გამომწვევი ბაქტერია მექანიკურად დაზიანებული ვაზის ორგანოებში იჭრება, იწყებს განვითარებას და კიბოს მაგვარად დაზიანებას წარმოქმნის. ვაზის კიბო ფართოდაა გავრცელებული დაბლობ და ტენიან ადგილებში, განსაკუთრებით ტუტე რეაქციის მქონე ნიადაგებში. ბაქტერიის გავრცელებას ხელს უწყობს ვაზის არანორმალური პირობები, მის ორგანიზმზე მიყენებული ჭრილობები, მექანიკური დაზიანებები, ყინვისაგან გამოწვეული ბზარები. კინოთი დაავადების ადგილას ვაზზე პირველად წარმოიშობა ამობურცული პატარა სიმსივნე, რომელიც დასაწყისში რბილია და მწვანე. ზრდასთან ერთად სიმსივნის გარეგნული ნიშნებიც იცვლება, ზედაპირი იბზარება, მუქდება, მაგრდება და იღებს ვაზის შტამბის დამახასიათებელ შეფერვას. კიბოს გამონაზარდი დიდხანს არ ძლებს, მისი ქსოვილი იშლება, შავდება, ფუტუროვდება და ვაზს ადვილად სცილდება. ძლიერ დაზიანებული ვაზი იღუპება. დადგენილია, რომ კიბოს გამომწვევია ბაქტერია, ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული და აავადებს მრავალ მცენარეს. ბაქტერია მოძრავია , დიდი რაოდენობით იმყოფება მცენარის დაავადებულ უჯრედშორისებში. დაავადება მცენარის ერთი სახე ობიდან მეორეზე ვრცელდება. იგი საუკეთესოდ ვითარდება სიბნელეში, მზის გაბნეულ რადიაციაზე მისი განვითარება ფერხდება, ხოლო მზის სხივების პირდაპირი მოქმედების დროს სრულიად წყდება, თუმცა სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს. ვაზის ბაქტერიული კიბოს გამომწვევი განვითარებას 5⁰ C – დან იწყებს. ოპტიმალურია 26 – 27⁰ C, 30⁰ C - ის ზევით კი მისი განვითარება იზღუდება. ოპტიმალურია აგრეთვე 100% ჰაერის ფარდობითი ტენიანობა. ტენის შემცირება პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ბაქტერიის განვითარებასთან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9