მავნებელი, რომელიც აზიანებს ვაზის ფოთლებს. ვაზის ნაცარი - დაავადება, რომელიც ვრცელდება ყლორტებზე, ფოთლებზე, ყვავილებზე, ნაყოფებზე. დაავადებულ ორგანოებზე ვითარდება ნაცრისფერი ფიფქი, შემდეგკი ფიფქზე შავი წერტილები წარმოიქმნება, ყლორტები უხეში, მყიფე ხდება, ნაყოფი ნაცრისფერი ფიფქით იფარება, შავდება და ცვივა. მწიფე ნაყოფი ცალ მხარეს სკდება ზოლად და მოჩანს წიპწა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.