საქართველოში ვაზს ძირითადად ორი სახეობის ტკაცუნა აზიანებს: ქართული (Agriotes gurdistanus Fald.) და ნათესის (Agriotes sputator) უფრო მნიშვნელოვანია ქართული ტკაცუნა. ის დიდი მავნებლობით გამოირჩევა სანერგესა და ახალგაშენებულ ვენახებში, სადაც ხშირად 80 – 85%-ს ანადგურებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.