L. (Viteus vitifoliae Fitch) ვაზის ფესვთა სისტემის ძლიერ საშიში მავნებელია. ის ამერიკიდან გავრცელდა და ევროპაში მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან გაანადგურა ვენახების 70%, საქართველოში დაფიქსირებულია 1881 წლიდან. ფილოქსერა მონოფაგი მავნებელია, მას მწუწნი პირის ორგანო აქვს, აზიანებს ვაზის ფესვთა სისტემას, რის შედეგადაც წყდება მცენარეში საკვების მიწოდება მცენარეში საკვების მიწოდება და სუსტდება მისი ზრდა-განვითარება. ხშირად მცენარე ხმება. ფილოქსერა ორი სახისაა - ფესვის და ფოთლის. ფესვის ფილოქსერა აზიანებს ფესვებს, ფოთლისა კი ფოთლებს, ნორჩ ყლორტებსა და ულვაშებს. ნორჩი ფესვების დაზიანებისას მასზე ვითარდება ნოდოზიტეტები. ის პირველად ყვითელია, შემდეგ მურა ფერს იღებს, ჭკნება. ასეთი დაზიანებისას მოზრდილი ფესვები 10 – 15 დღეში იღუპება. უფრო მსხვილი ფესვების დაზიანებისას, ჩნდება ტუბეროზიტეტები, რომელიც ძლიერი დაზიანებისას მთელ ფესვებს მოიცავს, შემდეგ კი მცენარის დაღუპვას იწვევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.