L. (Grapevine Leaf Roll Virus-1 (GLRV-1), Grapevine Leaf Roll Virus-3 (GLRV-3) ვირუსული დაავადებაა. მისი ძირითადი სიმპტომია ქვედა იარუსის ფოთლების კიდეების დახვევა. ფოთლები მკრთალდება, ზედაპირი უხეშდება, ეხვევა დაბლა მთავარი ძარღვის გასწვრივ. დაავადება ვლინდება ზაფხულის დასაწყისში, აგვისტო-სექტემბერში წითელი ყურძნის ფოთლები წითლდება, თეთრი ყურძნის ფოთლები ყვითლია, თუმცა ვეგეტაციის ბოლოს წითელ ფერს ღებულობს. ნაყოფები მკრთალი შეფერილობისაა და შენელებულია მათი დამწიფება. მოსავლის დანაკარგები 10 – 20% - ს აღწევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.