C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაზის ფურაზიოზი

L. (Fusarium oxysporum (Schiecht.) Snyd>et Hans)
ვაზის ფუზარიოზი საკმაოდ გავრცელებული ავადმყოფობაა. მას ფილოქსერაგამძლე ვაზის ყველა ჯიშზე ვხვდებით, უფრო ხშირად - ერთწლიან ნერგებზე, განსაკუთრებით კი - აჭრილი ლერწის შენახვისა და სათბურში გატარებისას, რადგანაც სათბურში გატარების დროს უფრო ოპტიმალური პირობები იქმნება. ფუზარიოზი საღი ლერწმის ქსოვილზე ვერ სახლდება. იგი ლერწის მექანიკურად დაზიანებულ მკვდარ ქსოვილზე სახლდება, რომელიც კარგად მოჩანს ლერწის განივ ირიბ ჭრილზე, შავი წერტილების სახით. ეს შავი წერტილები ლერწის მკვდარ ქსოვილებს წარმოადგენს, რომელიც ფუზარიოზის დასახელების გარეშე ადვილად ხორცდება. თუ ასეთ დამყნილ ლერწზე ლერწმის მექანიკურად დაზიანებულ ადგილზე ვაზის ფუზარიოზის სპორები მოხვდა, ისინი ადვილად ღივდებიან, ინტენსიურად ივითარებენ მიცელიუმს და შემდგომში ლერწის საღი ქსოვილების გამტარ მილებში ვრცელდებიან, გამტარ მილებს მთლიანად ავსებენ ნამყენში მილების დახშობის გამო ნამყენი შეუხორცებელი რჩება და იღუპება. იგი ემართება ახალდემყნილ ნამყენს, თუ ის სათბურში გატარების დროს დაავადდა. ვაზის ფუნქციური ქლოროზი - ქლოროზი ყველგანაა გავრცელებული, ქლოროზული მოვლენა სხვადასხვა პარაზიტული ორგანიზმითაა (სოკოებით, ბაქტერიებით, ვირუსებით) გამოწვეული. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება ნიადაგობრივი, ტემპერატურული, წყლის რეჟიმით თუ მცენარის კვების პირობებითაა გამოწვეული, მაშინ საქმე ფუნქციურ ქლოროძთან გვაქს. ქლოროზს ქართულად ყვითსაც უწოდებენ. ქლოროზს ჩვენი მევენახეობისათვის საკმაოდ მძიმე ეკონომიური ზიანი მოაქვს. დაავადებული ვაზი საბოლოოდ ხმება და ვენახი იმდენად მეჩხერდება, რომ ხშირად მთლიანად ამოსაძირკვი ხდება. ქლოროზი უმთავრესქად აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება, დასავლეთ საქართველოში კი უმნიშვნელოდაა გავრცელებული წლების განმავლობაში შეინეღბოს და შემდეგ ისევ გამოვლინდეს. ფუნქციური ქლოროზის გარეგნული ნიშმები შემდეგია: დასაწყისში ვაზის რქის ზედა ნაწილის ფოთლის ფირფიტას წვრილი, ოდნავ გაყვითლებული ადგილები ემჩნევა. ეს ხდება გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში. ლაქები ერთდება და ფოთოლი თანდათან ყვითლდება. სიყვითლე ფოთლის ძარღვებს შორისაა განვითარებული. საშუალოდ დაზიანებულ ფოთლებზე სიმწვანე მარტო ძარღვების გასწვრივააშერჩენილი. რაც დრო გადის, ფოთოლი მით უფრო წვრილდება და მთლიანად ყვითლდება. ზოგჯერ მოთეთრო იერიც გადაჰკრავს. საბოლოოდს, ვაზი იმდენად ცოცხისმაგვარად განვითარდა. ასეთი ვაზი სასიკვდილოდაა განწირუ;ლი, თუ შემოდგომამდე გახმობა ვერ მოასწრო, ზამთარში იყინება. ქლოროზი მტევანზე საკმაოდ ძლიერ მოქმედებს. მტევანთა რიცხვი შემცირებულია. თუ ყვავილობის ან ხრიალიბის ფაზაში გამოვლინდა, იგი ყვავილის კოკრებისა და ახალგამონასკვული ნაყოფის ცვენას იწყებს. ქლოროზით ვაზის დაავადების მრავალი გამომწვევი მიზეზი არსებობს. ამათაგან დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ნიადაგობრივი, ისე ამინდის, ტენის, ტემპერატურულ პირობებს. ცუდი შედეგი მოსდევს აგროტექნიკურ ღონისძიებათა დარღვევას. მნიშვნელობა აქვს ვაზის ჯიშებს. საძირე ვაზების გამძლეობას და სხვა. ქლოროზი გავრცელებულია შავმიწა ნიადაგებზე და საეღტოდ, კარგ ნიადაგებზე. ის ისეთ ნიადაგებზეც გვხვდება, რომლებიც ნიტრატებს შეიცავენ. ქლოროზიან ნაკვეთებში შემჩნეულია მიკროელემენტების ნაკლებობა. მათში ყოველთვის ჭარბადაა წყალი. ქლოროზი მჟავე ნიადაგებში ჭარბობს, ტუტე ნიადაგებში კი იშვიათად გვხვდება. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე დაავადებისადმი ვაზების გამძლეობას, ნამყენებისათვის კი - სააძირეების გამძლეობას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9