L. (Planococus citri Risso) გავრცელებულია აღმოსავლეთ (თელავის, გურჯანიის, სიღნაღი, ყვარელი და სხვა) საქართველოში, დასავლეთ საქართველოში კი ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის რაიონებში. ზამთრობს შტამბზე. წუწვნით აზიანებს ფოთოლს, ყლორტსა და მტევანს. დაზიანების შედეგად ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ცვივა. რქა მოუმწიფებელი რჩება და ყინვისაგან ადვილად ზიანდება. ცრუფარიანა ტკბილ გამონაყოფზე სახლდება სიშავის გამომწვევი სოკო და ვაზი ჭვარტლისებური მურით იფარება. გაშავებული მტევანი კარგავს სასაქონლო და სამეურნეო ღირებულებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.