C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაზის ქეჩიანი (მეგალე) ტკიპა

L. (Eriophyes vitis Pagst.)
ზამთრობს ვაზის კვირტში, ნაწილობრივ რქასა და შტამბის ამსკდარი ქერქის ქვეშ, აზიანებს ფოთოლს, ყლორტსა და ყვავილებს. ტკიპას კვების შედეგად ფოთლის ქვედა მხარეზე წარმოიქმნება თეთრი ფერის ქეჩისებური ქსოვილი, ხოლო ზედა მხარიდან ჩნდება ამონაბურცები. მასობრივი გამრავლების პერიოდში ისინი აზიანებენ კვირტებსაც, რის შედეგად კვირტი იღუპება, ყლორტები კი სუსტად ვითარდება. გვალვის შემთხვევაში, ძლიერ დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა. ზაფხულის დასაწყისშში ქეჩის მსგავსი ლაქები პირველად ღია ყვითელი, მოთეთრო ფერისაა, ხოლო შემდეგ - მურა ფერს იღებს. წელიწადში იძლევა 6 – 7 თაობას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9