C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაზის შავი ლაქიანობა ანუ ფომოფსისი

L. (Gloesporium ampelophagum (pass.) Sacc.)
ფომოფსისი ცნობილია ექსკორიოზის სახელითაც. იგი თითქმის ყველგანაა გავრცელებული და დიდი ზიანი მოაქვს. ფომოფსისის დროს ავადდება ვაზის ყველა მიწისზედა ორგანო: რქები, ყლორტები, ფოთლები, ულვაშები, ყვავილედები, მტევნები, დაავადებული ყლორტები მუქდება, შავდება, მუხლთაშორისები შემოკლებული და კანი დამსკდარია, ულვაშები ზონაზე მეტად დახვეულია და გაშავებულია. დაავადებულ ყლორტებს აშკარად ემჩნევათ ნორმალური განვითარებიდან გადახრა. როცა ყლორტებზე ლაქები ერთდება და რკალად ეკვრება გარშემო, მაშინ იგი ხმება. ბევრ შემთხვევაში შავი ლაქიანობა ყლორტებზე გარეგნული სიმპტომებით ბაქტერიული კიბოთი დაავადებულსა ჩამოგავს. დაავადებული რქის ზედაპირი დაფარულია თვალით კარგად შესამჩნევი შავი წერტილებით, რაც სოკოს ნაყოფიანობას - პიკნიდიებს წარმოდგენს. დაავადება არა მარტო გარეგნულად შესამჩნევია, არამედ რქის ქსოვილში ვითარდება, ჭურჭლებში და გულგულის მიდამოებში შეიმჩნევა სოკოს მიცილეუმი. ამასთან ერთად, გულგულის სხივები გაყავისფერებულია. დაავადებული რქიდან დამზადებულია საკალმე მასალა შავი ლაქიანობის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ფომოფსისით ავადდება ვაზის მიწისზედა ყველა ორგანო ფოთლებზე წარმოიქმნება მუქი ყავისფერი, ხშირ შემთხვევაში გაბნეული ლაქები შავი პატარა წერტილებით - პიკნიდიებით, რომელშიც ერთუჯრედიანი უფერული მოგრძო სპორებია მოთავსებული. დაზიანების ადგილი სკდება, ხმება და ცვივა დაავადებულ მარცვალზე. განსაკუთრებით, სიმწიფის პერიოდში წარმოიქმნება პიკნიდიები კონცენტრირებული რგოლების სახით, შემდეგ მარცვალი ლპება. დაზიანებული მარცვლები თეთრ ჯიშებზე იღებენ ლურჯ ფერს, ხოლო ფერად ჯიშებზე - ყავისფერს. მიმღებიან ჯიშებიდან ითვლებიან: ხიხვი, ციცკა, ხარისთვალა, გორული მწვანე, პინო, რქაწითელი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9