ეს მავნებელი საქართველოში ფართოდაა გავრცელებელი. ის სახლდება ვაშლზე, მსხალზე, კომშზე საშიშია სანერგესა და ახალგაზრდა ნარგავებისათვის. აზიანებს კვირტებს, ყლორტებსა და ფოთლებს. მასობრივი გამრავლებისას ყლირტები ფოთლები ბუგრით მთლიანად იფარება, რის შედეგად ფოთლები იხვევა, იგრიხება, ზაფხულშივე ყვითლდება და ნაადრევად ცვივა ყლორტები მრუდდება, სუსტდება და ვერ ასწრებს მომწიფებას. ბუგრით დაზიანებული ნამყენი უვარგისია ბაღის გასაშენებლად. მავნებელი წელიწადში 12 - მდე თაობას იძლევა. ზამთრობს განაყოფიერებული კვერცხის სახით, ტოტებზე. გაზაფხულზე მუქი ფერის მატლები იჩეკებიან, რომლებიც ჯერ კვირტებს, შემდეგ კი გაშლილ ფოთლებსა და კოკრებს აზიანებენ. მატლები 12 – 15 დღის შემდეგ ზრდას ასრულებენ. შემოდგომაზე ბუგრის კოლონიებში ჩნდება სქესის მატარებელი ფრთიანი ბუგრები რომლებიც სქესობრივ თაობას იძლევა. განაყოფიერებული მდედრი ახალგაზრდა ტოტებზე დებს მოზამთრე კვერცხს 3 – 5. ბუგრის გამრავლებას ხელს უწყობს წვიმიანი და გრილი ზაფხული. ზაფხულში ფოთლების და ყლორტების გაუხეშებაში ბუგრის გამრავლება ფერხდება. ბუგრი ვარჯის შიგნით ამონაყარ ყლორტებსა და ფოთლებზე სახლდება. ბუნებრივი მტრებიდან ბუგრს ანადგურებს ჭიამაიები, ოქროთვალურები, მტაცებელი ბუზები და პარაზიტი მწერები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.