C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაშლის ტოტების შავი კიბო

L. (Physalospora malorum Shear.)
უკანასკნელ წლებში ძალიან გავრცელდა და მავნეობითაც განსაკუთრებით გამოირჩევა. ავადდება შტამბი, ტოტები და ნაყოფები. ტოტებზე პატარა ჩაზნექილი ლაქები ჩნდება, რომლებზედაც გასწვრივ ბზარები შეიმჩნევა. ლაქის ადგილებში ქერქისა და მერქნის ქსოვილები იშლება დაშავდება, რის გამოც დაავადებულ ადგილს კიბოს ამსგავსებენ, ხოლო შავად შეფერვის გამო „შავ კიბოს“ უწოდებენ. დედატოტებსა და შტამბზე დაავადება წლობით გრძელდება, რაც მცენარეს თანდათანობით ასუსტებს. თუ მცენარე სუსტია, ახალგაზრდა ტოტებზე ლაქა სწრაფად იზრდება, როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში, რამდენიმე თვეში ტოტები ხმება. ტოტებზე დაავადება სხვაგვარადაც ვლინდება. ამ შემთხვევაში არ წარმოიქმნება კიბოსათვის დამახასიათებელი ლაქები, ტოტის ქერქი ყავისფერი ხდება, იქერცლება, ფენად იყრება, რის შედეგად ტოტი სწრაფად ხმება. ნაყოფი უმეტესად სიმწიფის დროს ავადდება, პირველად მის ზედაპირზე ჩნდება პატარა ყავისფერი ლაქა, რომელიც მთელ ნაყოფს ედება და შავად ალპობს. დამპალი ნაყოფის ზედაპირზე შავი წერტილების სახით ვითარდება სოკოს ნაყოფიანობა. ამავე სახის ნაყოფიანობა შესამნევია დაავადებული ტოტის ქერქის ქვეშ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9