C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაშლის ნაყოფის ლპობა

L. (Stromatinia fructigena Schrot)
თითქმის ყველგან ხდება. დაავადებული ნაყოფის ზედაოირზე ჩნდება პატარა ყავისფერი ლაქა, რომლებიც თანდათან ედება ნაყოფს და ალპობს. დამპალი ნაყოფის ზედაპირზე ჩნდება კონცენტრულად გაწყობილი მეჭეჭები, რომლებიც წარმოადგენს სოკოს მიცელიუმისაგან შემდგარ ხლართს, რომელზედაც მძივებად ასხმული ერთუჯრედიანი, უფერული ლიმონის ფორმის სპორები ვითარდება. სპორები ადვილად წყდება ქარისა, მწერებისა და სხვათა საშუალებით, ვრცელდება და აავადებს ნაყოფებს, ყვავილებს, ბოლოს აჭკნობს კიდეც. ზოგჯერ დაავადებული ნაყოფი მთლიანად შავდება, მუმიფიცირდება და კრიალა შავი ზედაპირისა ხდება. მასზე სოკოს ნაყოფიანობა არ წარმოიქმნება. სოკო ძირითადად კონიდიალური ნაყოფიანობით ვრცელდება. ჩანთიანი ნაყოფიანობა მუმიფიცირებულ ნაყოფებზე იშვიათად ვითარდება აპოტეციუმების სახით, რომელსაც ძაბრის ან ჯამის ფორმა აქვს. სოკო კარგად იტანს ზამთრის პირობებს, ზამთრობს კონიდიალური ნაყოფიანობით და აგრეთვე დაავადებულ ნაყოფებში გავრცელებული მიცელიუმით. ეს უკანასკნელი გაზაფხულზე ნაყოფის ზედაპირზე წარმოქმნის ახალ ნაყოფიანობას. პირველი ინფექცია კონისდიოსპორებით ხდება. ავადმყოფობა ჩნდება ივლისის შუა რიცხვებში მკვახე ნაყოფზე. ივლისის ბოლოს დაავადებულ ნაყოფებზე მეჭეჭების სახით შესამჩნევია სოკოს ნაყოფიანობა. ამ პერიოდში დაავადებული ნაყოფები ცვივა. ნაყოფების ზრდასთან ერთად ძლიერდება ავადმყოფობა და მაქსიმუმს აღწევს სიმწიფის დროს. დაავადებული მწიფე ნაყოფები იფარება სოკოს ნაყოფიანობით, შრება და იჭმუჭნება, ნაწილი ხეზე რცება, ნაწილი კი - ცვივა, ავადმყოფობა ძლიერ ვითარდება მაღალი ტენის პირობებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9