C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაშლის ჟანგა

L. (Gimnosporangium mali tremeloiedes)
დაავდების შედეგად ფოთლებზე ზაფხულის მეორე ნახევარში ჩნდება ნარინჯისფერი მომრგვალო ლაქები, რომლებიც ზედა მხრიდან დაფარულია შავი წვრილი წერტილებით, ქვედა მხარეზე კი გრძელი ფოჩისებრი გამონაზარდებით. ნაყოფი ჯამის მხრიდან ავადდება, დაავადებული ადგილი გახევებულია, არ იზრდება და მახინჯდება. ტოტებზე პირველად მოყვითალო, ოდნავ ამოზნექილი ლაქა ჩნდება, რომელიც თანდათან იზრდება და ახალგაზრდა 2 – 3 წლიან ტოტს სწრაფად უვლის გარშემო, ტოტის ზემოთა ნაწილი ხმება. ლაქის არეშე ქერქი სკდება, იშლება, ქსოვილები მოწითალო - მოყვითალოდაა შეფერილი და გარეგნულად კიბოსებრ დაავადებისათვის დამახასიათებელ სახეს იღებს. დედატოტებს ლაქა სწრაფად ვერ რკალავს, სოკოს მიცელიუმი ღრმად იჭრება მერქნის ქსოვილებში და შლის მას. ქარების დროს ხშირად ტოტები ლაქის ადგილებში იმტვრევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ხეებზე. ტოტის დაავადებული ნაწილი საღისაგან ოდნავ ამობურცული, მოყვითალო არშიითაა გამოყოფილი. აგვისტოს მეორე ნახევარში ლაქის ნაპირებში ვითარდება სოკოს ნაყოფიანობა ფუნჯისებრი გამონაზარდების სახით. დაავადებულ ტოტებში დაზამთრებული სოკოს მიცელიუმი გაზაფხულზე იწყებს განვითარებას და თანდათან მოიცავს ტოტის საღ ნაწილებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9