C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაშლის ფოთლის ლაქიანობა

L. (Phyliosticta mali prill. & Delacr.)
საქართველოში ფართოდაა გავრცელებული მის მიერ გამოწვეული მავნეობა, რაც ფოთლის ქსოვილის ნეკროზით, საასიმილაციო ფართის შემცირებით და ზოგჯერ ფოთლის ნაადრევი ცვენით გამოიხატება. ვაშლის ფოთლის ლაქიანობას მრავალი სოკო და სხვა მიკროორგანიზმი იწვევს, აღნიშნული ორგანიზმებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სოკო ფილოსტიქტა, რომელიც საქართველოს მეხილეობის ყველა რაიონში გვხვდება. დაავადება ყოველწლიურად უჩნდება კეხურას, შამპანიური რენეტის, კანადური რენეტის, კანდილ სინაპის, წითელი ასტრახანულის და სხვა ჯიშების ფოთლებზე. ძლიერი დაავადების დროს ფოთოლი კარგავს საასიმილაციო ზედაპირის 20 – 25% - ს. ფილოსტიქტას მიერ გამოწვეული ზიანი დიდადაა დამოკიდებული ავადმყოფობის გამოჩენის დროზე. თუ იგი ჩნდება მცენარის განვითარების ადრეულ სტადიაში. მაშინ მოქმედებს ნაყოფების გაბვითარებაზე და ზოგჯერ მათ ცვენასაც კი იწვევს. დაავადება ფოთოლზე აჩენს პატარა, მომრგვალო, მონაცრისფერო - ყავისფერი არშიით შემოვლებულ ლაქებს. მათი ზომა უმთავრესად 2 – 3 მმ - ია. ხელსაყრელი ტემპერატურისა და ტენის პირობებსი მათი გამოჩენიდან 9 – 10 დღის შემდეგ ფოთლებზე ვითარდება შავი წვრილი წერტილები, რომლებიც სოკოს ნაყოფიანობას - პინიდიუმებს წარმოადგენენ, ისინი მომრგვალო ფორმისაა, მასში წარმოიშობა უფერული წვრილი ერთუჯრედიანი ოვალური სპორები რომლითაც ვრცელდება ზაფხულის განმავლობაში. ზამთრობს ჩამოცვენილ ფოთლებზე, ჩანთიანი ნაყოფიანობის სახით. სპორები ჩანთებში მომწიფებას იწყებს ვაშლის კოკრების გამოსახვის პერიოდში, ხოლო ჩანთებიდან მათი პირველი გამოფანტვა, ფოთლების ინფექვია, ყვავილედზე კოკრების განცალკავების დროს - აპრილის ბოლო რიცხვებში ხდება. ავადმყოფობის გამოჩენას ძირითადად ადგილი აქვს გვირგვინის ფურცელთა ცვენის პერიოდში. მარალი ტენის და ტემპერატურის დროს ავადმყოფობა ძლიერდება, ზაფხულის ბოლოს ლაქით იფარება ფოთლის ფირფიტის დიდი ნაწილი. ზოგიერთი სოკო იწვევს ასეთივე სახის ლაქებს, როგორც ზემოთ აღნიშნული ფილოსტიქტა, მხოლოდ განსხვავება გავრცელების ნაკლები ინტენსევობით, პიკნოსპორების მოყვანილობით, სპორების ფორმით, შეფერვითა და სხვ. ავადმყოფობის ძლიერი განვითარების დროს, ლაქებით იფარება ფოთლის მთელი ფართი, რაც ფოთლების ნაადრევ ცვენას იწვევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9