C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაშლის ტოტების ხმობა

L. (Phyalophora mali)
დაავადება გავრცელებულია მეხილეობის ყველა რაიონში. ხეები დაკნინებულია, ტოტების კანი ყავისფერი - მოწითალოა, ლაქა სიგრძეზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სიგანეში, რის გამოც ტოტის ცალი მხარე ხმება. როდესაც ლაქა ტოტს ირგვლივ შემოუვლის, იგი კვდება. დაავადება განსაკუთრებით ვითარდება სხვადასხვა მიზეზით დასუსტებულ ხეებზე. სოკოს ნაყოფიანობა წარმოიქმნება ტოტის კანის ქვეშ შავი წერტილების სახით. მასში მოთავსებულია ერთუჯრედიანი, უფერული სპორები, რომლებიც პორუსის ყელის საშუალებით გარეთ გამოდიან ნარინჯისფერი სველი მასის სახით, რომელიც ჰაერზე შრება და ძაფისებრი სპირალების ფორმით ტოტებზე რჩება. სოკო მცენარეში იჭრება მექანიკურად დაზიანებული ქსოვილებიდან. დაავადების გავრცელებისას ხელს უწყობს ყველა ის ფაქტორი, რომელიც იწვევს ხეხილის დასუსტებას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9