L. (Yponomeuta malinellus Z) ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. მისი უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია აღმოსავლეთ რაიონებში. სადაც მისი განვითარება-გამრავლებისათვის ხელსაყრელი ეკოლოგიური პირობებია. ვაშლის ჩრჩილი მასობრივი გამრავლების მავნებელთა რიცხვს ეკუთვნის. მისი მატლი მხოლოდ ვაშლის მცენარის მწვანე ნაწილებით იკვებება. პეპელა აქვე 2 – 3 წლინ ტოტებზე, ფარის ქვეშ დებს კვერცხებს. ახალგამოჩეკილი მატლები ზამთარს იქვე ატარებენ. აპრილის მეორენახევარში მატლები ფარიდან გამოდიან და ახალგაშლილ ფოთლებზე გადადიან. ისინი ფოთლის ეპიდერმისებს შორის იჭრებიან და პარენქიმით იკვებებიან. ქლოროფილის მარცვლების განადგურების გამო, ფოთლის ეს ადგილები ჯერ ყვითლდება, შემდეგ კი ყავისფერდება. ერთ ფარქვეშ მოქცეული მატლებს 3 – 4 ფოთლის დაზიანება „ნაღმში“. მატლები აქ რჩებიან და ერთხელ იცვლიან კანს, რის შემდეგ გარეთ გამოდიან. მატლის მასობრივი გამოსვლა ემთხვევა ვაშლის მასობრივ ყვავილობას. ამ დროს ისინი ფოთლებს და ზოგჯერ ტოტის გარკვეულ ნაწილს აბლაბუდის ქსელში ახვევენ და ფოთლის რბილობს ღრღნიან. მასობრივი გამრავლების წლებში მატლი ფოთლების გარდა მწვანე ყლორტებსა და ნასკვებსაც აზიანებენ. მატლის განვითარება 30 – 40 დღე გრძელდება, რის შემდეგ ჯგუფურად ჭუპრდებიან გადარჩენილი ფოთლების ქვედა მხარეზე, მოგრძო თეთრ პარკებში. ჩვეულებრივ თითო 4 – 307 პარკია, ზოგჯერ კი შეიძლება ათასზე მეტიც იყოს. ჭუპრის ფაზის ხანგრძლივობა ორ კვირამდეა. ივნისში პეპლების გამოფრენა იწყება, რაც თვეზე მეტს გრძელდება. პეპლები კვერცხებს მსხმოიარე ხეების 2- 3 წლიან ტოტებზე დებენ. მავნებელი კვერცხებს კვერტებიდან 1 – 2 სმ - ის დაშორებით ათავსებენ და მათ ფარავს სასქესო ჯირკვლებიდან გამოყოფილი თხიერ სეკრეტით ფარავს. პეპლების კვერცხის პროდუქცია 144 - ს აღწევს. ერთი ფარის ქვეშ 12 – 109 კვერცხია. ვაშლის ჩრჩილის განვითარება-გამრავლებისათვის ოპტიმალური პირობებია 22 - 25⁰ C ტემპერატურა და 50 – 60 % ჰაერის ფარდობითი ტენიანობა. მაღალი ტენი ჩრჩილის სხვადასხვა ფაზის მსვლელობას აფერხებს, ამავე დროს ხელს უწყობს ენტომოფტორული სოკოების ინტენსიური გამვითარება-გამრავლებას. ჭარბტენიან პირობებში ვაშლის ჩრჩილის რიცხოვნება მუდმივად მცირეა. ორბიტალიდან ერთი ელექტრონი ვაკანტურ (თავისუფალ) ორბიტალზე გადავიდეს. აქედან გამომდინარე, ელემენტის ვალენტობის რიცხვიც შეიძლება გაიზარდოს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.