L. (Lithocolletis pyrifolialla Ger.) ის საქართველოს მეხილეობის ყველა რაიონშია გავრცელებული. მენაღმე ჩრჩილის მატლი ვაშლის ფოთლის რბილობს აზიანებს, ხოლო ზედა და ქვედა ეპიდერმისს ხელუხლებელს ტოვებს. დაზიანება ელიფსის ფორმისაა, მასში კარგად წვრილად ამოჭმული ორმოები. ჩრჩილი ზამთრობს ძირითადად ჭუპრის, მცირედ კი მატლის ფაზაში, ჩამოცვენილ ფოთლებში. გამოზამთრება ადრე გაზაფხულზე, ფოთლების გამოჩენისთანავე იწყება. ის წელიწადში ოთხ თაობას იძლევა. მატლის ფაზის განვითრების პერიოდებია მაის-ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერ-ოქტომბერი. საქართველოში ამ სახეობასთან ერთად, აღინიშნება სხვა სახეობებიც: ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, რგოლური მენაღმე ჩრჩილი და ციცქნა მენაღმე ჩრჩილი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.