C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვავ ვაზ ვაკ ვალ ვარ ვაქ ვაშ

ვაშლის მინაფარიანი

L. (Synanthedon myopaeformis Burkh)
საქართველოში ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ ყველაზე მეტად - ქართლსა და მესხეთში. მისი მატლები ქერქსა და მერქანს შორის ცხოვრობენ ისინი განიერ ღრმულებს ღრღნიან, რის შედეგად მცენარის კანი ეცვლება და ხმება. მინაფარიანა ხნიერი, მოუვლელი ბაღების მუდმივი თანამგზავრია, მაგრამ სახლდება ახალგაზრდა, რაიმე მიზეზით დაზიანებული ხეებზედაც, განსაკუთრებით - შავი კიბოთი დასენიანებული ტოტებზე. ის ძირითადად განსაკუთრებით ვაშლს აზიანებს. ვაშლის მინაფარიანა სხვადასხვა ასაკის მატლის სახით ზამთრობს ქერქის ქვეშ. ზამთრობიდან 5-20 აპრილს გამოდის და კვებას განაგრძობს. ამ დროს შესასვლელი ხვრელიდან მოწითალო-შავი სითხე მოჟონავს და ცვივა ექსკრემენტები. უფროსი ასაკის მატლები ზრდის დასრულების შემდეგ, დაჭუპრების წინ, ქერქში პეპლის გამოსაფრენ ნახვრეტს აკეთებს და მის მახლობლად ჭუპრდებიან მკვრივ პარკში. პირველი ჭუპრები აპრილის ბოლოს და მაისის პირველ დეკადაში შეინიშნება. ჭუპრის ფაზაში მინაფრთიანა ივლისის ბოლომდე გვხვდება ჭუპრის განვითარება 22-24 დღე გრძელდება, გვხვდება აგვისტოს პირველ დეკადაშიც: აქტიურია შუადღისას, კვერცხს დებს ღეროსა და ტოტების ქერქზე ნაპრალებში, უსწორმასწორო ადგილებში. ერთი პეპელა 143-281 კვერცხსდებს ახალგამოჩეკილი მატლი ქერქის ქვეშ შედის და ლაფანსა და მერქანს. მინაფრთიანა ორწლიანი გენერაციით ხასიათდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9