C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვეგ ვევ ველ ვერ

ვეგეტაციის პერიოდი

წელიწადის დრო, როდესაც მცენარე აქტიურად ავლენს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს - იზრდება და ვითარდება. ზომიერი ჰავის პირობებში, დაბლობზე ეს პერიოდი გრძელდება ზაფხულის უკანასკნელი ყინვებიდან შემოდგომის პირველ სუსხამდე, ხოლო მთაში - თოვლის აღებიდან თოვლის მოსვლამდე; ტროპიკულსა და ნაწილობრივ სუბტროპიკულში - მთელი წელი. დრო, რომელიც საჭიროა მცენარის განვითარების მთლიანი ციკლის გასავლელად; სრულდება ნაყოფისა და თესლის წარმოქმნით. ვეგეტაციურ პერიოდს განსაზრვრავს მცენარის განვითარების პერიოდში მიღებული სითბოს რაოდენობა, სითბოს რაოდენობა კი ის სიდიდეა, რომელიც მიიღება ვეგეტაციური პერიოდის დღეების რაოდენობის გამრავლებით საშუალო დღე-ღამურ ტემპერატურაზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9