მცენარე, რომელიც არ არის მიღებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად ან არ მიეკუთვნება სახეობათა ხელოვნური შეჯვარებით მიღებულ კულტურულ მცენარეთა ჯიშებს. ველური მცენარე მოიცავს კულტურულ მცენარეთა ველურ მონათესავე სახეობებს, რომლებიც ენათესავება ამა თუ იმ კულტურულ მცენარეს და/ან აქვთ უნარი გაცვალონ გენები მათთან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.