C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვეგ ვევ ველ ვერ

ვერტისოლო (დაწიდული ნშავი მიწა)

ნიადაგების ჯგუფი, რომელშიც ერთიანდება დაწიდულთიხიანი მუქ-შავად შეფერილი ძლიერ დანაპრალებული ნიადაგები; ისინი ხასიათდებიან A-C პროფილით, ჰუმუსის მცირე შემცველობით და ნიადაგის ღრმა ფენებში მისი ჩაღწევით; თიხამინერალებს შორის სჭარბობს მონტმორილონიტი; მათი არის რეაქცია PH ნეიტრალური ან სუსტი ტუტეა, გაცვლითი ტევადობა-მაღალი; ფორმირდებიან სემიარიდული და არიდული კლიმატის პირობებში მშრალი და ტენიანი პერიოდების მკვეთრი მონაცვლეობის დროს რელიეფის დადაბლებულ ადგილებში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9