C

ვა ვე ვი ვო ვუ
ვეგ ვევ ველ ვერ

ვერცხლისფერი ტკიპა

L. (Phyllocoptruta oleivorus Ashm)
ტკიპას მატლი და ზრდასრული მავნებელი აზიანებს ციტრუსოვანი კულტურების ნაყოფებს, ფოთლებს, კვირტებსა და გამერქნიანებულ ორგანოებს, თუმცა განსაკუთრებით ნაყოფს ეტანება. მის მიერ დაზიანებული მანდარინის კანი ჟანგისფერი ხდება. ფოთრთოხლის ნაყოფები - მურა ჟანგისფერი, თითქმის მოშავო წითელი ელფერით. დაზიანებულ ნაყოფში კორპის ქსოვილი ჩნდება, რომლითაც დაზიანებული ადგილი იფარება. ფოთოლი ქვედა მხრიდან ბრინჯაოს ან ოდნავ ოქროსფერს იღებს. ეს მავნებელი საქართველოში ციტრუსოვანი კულტურების ყველა რაიონშია გავრცელებული და დიდი უარყოფითი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტკიპა ზრდასრულ ფაზაში მეზამთრეობს, როგორც საზამთროდ შეფუთულ, ისე შეუფუთავ ხეებზე. გაზაფხულზე დაახლოებით აპრილ ში იწყებს გამოზამთრებას და გადასვლას მანდარინის ახალგაშლილ ფოთლებზე და იქ რჩება, სანამ ნაყოფები თხილისოდენა გახდება. ვერცხლისფერი ტკიპა კვერცხებს დებს ფოთლებსა და ნაყოფებზე. ზაფხულში იჩეკება მატლი, რომელიც ორჯერ იცვლის კანს, აღწევს ზრდასრულ ფაზას და იწყება კვერცხის დებას. მშრალი ჰავა ტკიპას განვითერება გამრავლებას საგრძნობლად ზღუდავს. მართალია, ტკიპა კვერცხის მცირე პროდუქციით ხასიათდება, მაგრამ იგი პართენოგენეზურად მრავლდება და წელიწადში 13 – 14 თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9