ვირუსის მსგავსი მიკროორგანიზმები, რომლებსაც ვირუსებისაგან განსხვავებით არა აქვთ ნუკლეოცილოვანი გარსი. მათი აღმომჩენია თ. დინერი (კარტოფილის ტუბერებზე). ვიროიდების მიერ გამოწვეულ დაავადებებს ვიროიდოზები ეწოდება. სიმპტომები მსგავსია ვირუსული დაავადებებისა. ვრცელდება სარგავი და სათესლე მასალით, ერთი მცენარიდან მეორეზე გადადის მექანიკური გზით. დიაგნოსტიკური მეთოდებია: მცენარე-ინდიკატორების და ელექტრონული მიკროსკოპიის მეთოდი. ბრძოლა მათ წინააღმდეგ მსგავსია ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.