დაავადებების გამომწვევი არიან ვირუსები. ეს არის განსაკუთრებული ცილოვანი შენაერთი, რომელიც წარმოიქმნება დაზიანებული მცენარის წვენში. ვირუსული დაავადების გავრცელება ხდება დაავადებული მცენარის წვენით. ეს დაავადება ძირითადად გადააქთ მწუწნ მწერებს (ბუგრები, ტკიპები, ჭიჭინობელების), რომლებიც სახლდებიან დაავადებულ და ჯამრთელ მცენარეზე. ვირუსი შეიძლება გავრცელდეს გასხვლის, მყნობის და სხვა ოპერაციების დროს. გარეგნულად ვირუსული დაავადებების დროს იცვლება დაავადებული ორგანოების ფერი, ფოთლების და ყვავილების ფორმა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.