მწვანე ფერის წყალში ხსნადი კრისტალური სუსპენზიაა, შეიცავს: N – 10%, CaO – 15%, Mg – 2%, B – 0,05%, Cu – 0,04%, Fe – 0,05%, Mn – 0,1%, Mo – 0,001%, Zn – 0,02%. გამოიყენება მრავალწლოვან და ერთწლოვან კულტურებში ფოთლოვან გამოკვებაში. ვუქსალის ოთხივე სახის სასუქი გერმანული წარმოებისაა და შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.