კომპლექსური სასუქია. შეიცავს N – 5%, K₂O – 10%, MgO – 3%, S – 5,2%, B – 0,3%, Cu – 0,5%, Fe – 1,0%, Mn – 1,5%, Mo – 0,01%, Zn – 1,0%. მომწვანო - მოყავისფრო კრისტალური სუსპენზიაა, საკვები ნივთიერებები კარგად იხსნება წყალში, სუსტი მჟავე რეაქციის. არ შეიცავს ტოქსიკურ ელემენტებს და მძიმე ლითონებს. გამოიყენება ვენახებში, ხეხილის ბაღებში, ციტრუსებში, ერთწლიან კულტურებში ფოთლოვან გამოკვებაში, რომლის სასურველი ვადაა ყვავილობამდე და ყვავილობის შემდეგ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.