| | |
ზედაპირული ეროზია - სახნავ ფართობზე ნიაღვრების მიერ ნაყოფიერი ფენების გადარეცხვა. გაკორდებულ, ბალახით და ტყემცენარეულობით დაკავებულ ფერდობებზე ზედაპირული ეროზია არ ვითარდება.
ზედაპირული ჩამონადენი - მოცემული ფართობიდან ზედაპირული დინებით ნაღვარი ნალექი.
ზეთისხილის ფოთოლრწყილა - (გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში). მატლის, ნიმფისა და იმაგოს სტადიაში წუწნით აზიანებს ფოფლებს, მწვანე ყლორტებსა და თანაყვავილედებს, რის გამოც ხშირად კოკორი განწირულია დასაღუპავად. მატლებსა და ნიმფების, პირდაპირ ზიანთან ერთად, არაპირდაპირი ზიანიც მოაქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ისინი თანაყვავილებს ახვევენ დუჟისებრ გამონაყოფში, უკანასკნელი კი აბრკოლებს ჯვარედინა დამტვერვას. მას კი მოუსავლიანობა მოსდევს. ფოთოლრწყილა იმაგოს ფაზაში მკვებავი მცენარეების და ზოგიერთი სხვა მერქნიანი მცენარის ტოტებსა და შტამბზე, გამხმარი ქერქის ქვეშ, მის ნაპრალებში, ფუღოროში და სხვა დაცულ ადგილებში. დასაზამთრებლად გადასვლა აღნიშნულია ნოემბრის დასასრულს – დეკემბრის დამლევს, დღეღამური 10⁰ საშუალომო ტემპერატურის დროს. გამოზამთრებული ეგზემპლარების გამოჩენას კი ადგილი აქვს აპრილში, დღეღამური 10,5 - 11⁰ საშუალო ტემპერატურის პირობებში. გამოზამთრებული ფოთოლრწყილები საჭიროებს დამატებით კვებას, რის გამოც გაზაფხულზე ინტენსიური წუწნით კვირტებსა და კოკრებს აზიანებს. დამატებითი საკვების მიღებიდან ორი კვირის შემდეგ ფოთოლრწყილები სქესობრივად მწიფდებიან და 13,2⁰ ტემპერატურის დროს კვერცხის დებას (მაისის პირველ დეკადაში) იწყებენ. კვერცხის ინტენსიური დება აღინიშნება დღეღამური 18⁰ საშუალო ტემპერატურის დროს . იმის გამო, რომ ფოთოლრწყილას ახასიათებს დიდი სქესობრივი პროდუქცია, რაც საშუალოდ 350-ს უდრის, კვერცხის დება საკმაოდ გაჭიანერებულია. კვერცხებს დებს საშუალო სომაღლის ხეზე და მაღალი ხეების ქვედა იარუსების პერიფერიულ ტოტებსა და აგრეთვე, ახალფაზრდა ხის ვარჯის ზედა იასურებზედაც. აღნიშნულის გარდა, კვერცხს დებს გაუშლელი საფოთლე კვირტის შიგნით, გაუშლელი ფოთლის მთავარ ძარღვთან ერთეულებად ან პატარა ჯგუფებად, მწკრივში. ემბრიონის განვითარება 16 - 19⁰ ტემპერატურის პირობებში 7 – 9 დღეს გრძელდება. მატლების მასობრივი გამოჩეკის დროისათვის ზეთისხელი გამოცალკავებული კოკრების ფაზაშია. მატლების გამოჩეკა მთავრდება მაისის ბოლოს, ხოლო მათი განვითარება მთელი ივნისს გრძელდება. ივნისის დასასრულს წარმოიქმნებიან ნიმფები, ხოლო ივლისის დამდეგს კი, დღეღამური 23 - 25⁰ საშუალო ტემპერატურის დროს, პირველი ფრთიანა ფორმები, რომელთა ივლისის შუა რივხვებამდე გრძელდება. ფრთიანი ფორმები იკვებებიან ფოთლის ყუნწზე, იმავე წლის ყლორტებსა და ტოტებზე.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |