გავრცელებულია უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე. მატლები და იმაგო წუწნით აზიანებს ზეთისხილის სხვადასხვა ორგანოებს და მა შორის ფოთლებს. ცრუფარიანათი დასახლებული მცენარის ორგანოები იფარება სიშავის გამომწვევი სოკო კაპნოდიუმის ფიფქით, რომელიც ასიმილაციის პროცესებს აბრკოლებს. ზეთისხილის ცრუფარიანა აზიანებს რიგ როგორც სუბტროპიკულ, ისე კონტინენტურ ხეხილს და დეკორატიულ მცენარეებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.