გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. ჩრჩილი ზეთისხილის ერთ-ერთი უმთავრესი მავნებელია. მატლები აზიანებს როგორც ვეგეტაციური, ისე განერაციულ ორგანოებს (კოკორს, ყვავილსა და ნაყოფს). მატლები ფოთლებზე იწვევენ ორმაგ ნაღმს. გამოჩეკილი მატლები გაუშლელი კოკრის შიგთავსით იკვებებიან. კოკრის გაშლის შემდეგ მატლები აბლაბუდაში ყვავილებს ახვევს და მტვრიანებითა და ბუტკოთი იკვებებიან, შემდეგ მწვანე და ოდნავ შემოსულ ნაყოფსაც კი აზიანებენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.