აღნიშნული სოკო აავადებს ფოთლებს, ნაყოფებს და ყლორტებს. ფოთლის დაავადება უფრო ხშირია, ვიდრე ტოტების და ნაყოფების. ფოთლებზე დიდ მრგვალ შავ ლაქებს აჩენს, რომლებიც, უმთავრესად, ფოთლის ზედა ნაწილზე ვითარდებიან. იშვიათად ავადმყოფობა ნაყოფზე, მის ყუნწზე და ყლორტებზეც გვხვდება. ავადმყოფობა ისეთ ხეებზე გვხვდება, რომლებიც დაბლობ ნესტიან და ნიადაგის მხრიც მძიმე ნაკვეთებზე არის გაშენებული, ღია ადგილებზე, სადაც მშრალი პირობებია, ავადმყოფობა მუდამ ნაკლებ შეიმჩნევა. გავლენა აქვს აზოტოვანი სასუქის სიჭარბეს, ჯიშთა გამძლეობას და მცენარის განვითარების ფაზას; გაზაფხულის ფოთლები უფრო ადვილად ავადდებიან, ვიდრე ზაფხულის და სხვა, თუმცა თუ შემოდგომაზე სათანადო პირობები დაუდგა, შედარებით დაბალი ტემპერატურა, სინესტე ავადმყოფობის განახლება შესაძლებელია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.