ავადდება ზეთისხილის ნაყოფები და ფოთლები. ნაყოფების დაავადება სიმწიფეში ან თვალში შესვლის დროს ხდება, ნაყოფს უჩნდება ჩაზნექილი, ანთრაქნოზისათვის დამახასიათებელი იარები. უკანასკნელი შეიძლება რამდენიმე ერთად იყოს, რის გამოც ნაყოფები ლპება და სცვივა. ნაყოფების იარებზე ვარდისფერი მეჭეჭებია, რომელიც სოკოს ნაყოფიანობაა. ფოთლების დაავადების შემთხვევაში, წვერიდან ხდება ფირფითის დაჭმუჭვნა, რომელიც ზედა მხრიდან ყავისფერს იღებს. ავადმყოფობის გაძლიერება ემჩნევა წვიმიან პერიოდში. სოკო ჩამოვცენილ ფოთლებში და ნაყოფებში იზამთრებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.