ნიადაგის ახალქმნილი, რომელიც შედგება გოგირდმჟავა კალციუმის მარილის - CaSO₄ -2H₂O ან - 1/2 ჰიდრატის თაბაშირისაგან - CaSO₄ - 1/2 H₂O სხვადასხვა ფორმისაა - ერთეული კრისტალებიდან, რომლებიც გაფანტულია ნიადაგურ მასაში, დიდი ზომის დანაგროვამდე (დრუზები, ქერქი, ღვენთილი, ჭიაყელასმაგვარი, თაბაშირის ვარდი, წვრილკრისტალური და სხვა ფორმები). გენეზისის მიხედვით გამოირჩევა პირველადი (ნარჩენი, რომელიც ქანიდან არის დატოვებული) და მეორეული თაბაშირი (საკუთრივ ნიადაგური), რომელიც წარმოიქმნება ნიდაგწარმოქმნის პროცესში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.