L. (Myzodes persicae Sulz.) ეს ბუგრები სხვა მცენარეებთან ერთად საგრძნობლად აზიანებს თამბაქოს ფოთლებსა და ყლორტებს, რომელთა წუწნის შედეგად მათ გაუფერულებას და საერთოდ მცენარის სიცოცხლის უნარიანობის შემცირებას იწვევს. თამბაქოზე ეს ბუგრი თითქმის მთელი ვეგეტაციის განმავლობაში იკვებება და მრავლდება. ბუგრს როგორც პირდაირი, ისე არაპირდაპირი ზიანი მოაქვს. მას თამბაქოზე გადააქვს ვირუსული დაავადებები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.