თრიფსი იმაგოსა და მატლის სტადიაში წუწნით აზიანებს თამბაქოს, როგორც ჩითილს ფაზაში სათბურებში, ისე მინდვრად გადარგულს. თამბაქოს გარდა, ის აზიანებს კარტოფილს, ხახვს, გოგრისებრებს, სოიას და სხვა კულტურებს, აგრეთვე, სარეველა მცენარეებს. თამბაქოს ფოთლებზე კვების შედეგად უმთავრესად ძარღვების გასწვრივ, წარმოიქმნება ჟანგა-ყვითელი ან მოთეთრო ლაქები და ზოლები. ამასთან დაზიანებულ ფოთლებში მცირდება ნიკოტინი, ნახშირწყლები და სხვა., რითაც ეცემა თამბაქოს ნედლეულის, როგორც ხარისხი, ისე სასაქონლო ღირებულება საყურადღებოა ისაც, რომ თამბაქოს თრიფსს თამბაქოს მცენარეზე ვირუსული დაავადება ჩოფურად გადააქვს. თრიფსი საქართველოში თამბაქოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მავნებელია და ბრძოლის გაუტარებლობის შემთხვევაში მას საგრძნობი ზიანი შეუძლია მიაყენოს თამბაქოს კულკტურას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.