თამბაქოს მოზაიკა თამბაქოს სხვა დაავადებათა შორის ყველაზე მეტადაა გავრცელებული და დიდი ზიანის მომტანი ავადმყოფობაა. ზარალიც საგრძნობია. მის წინააღმდეგ ბრძოლა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგებს. დაავადების პირველი ნიშნები ახალგაზრდა ფოთლებზე ჩნდება, რომლის ფიფრიტა ყვითელი და მუქი მწვანე ლაქებით ჭრელდება. პირველ ხანებში, შესაძლებელია, ფირფიტა ნორმალური მოყვანილობის იყოს, შემდეგ კი ცოტად თუ ბევრად იცვლის თავის ფორმას, იგრიხება, ცალმხრივად ვითარდება, ამოიბურცება, ხუჭუჭდება და იმტვრევა. რაიმე კანონზომიერება მოყვითალო და მწვანე ლაქების ფორმისა და განაწილების შესახებ ფოთლის ფირფიტას არ ემჩნევა. შესაძლებელია, დალაქავებული იყოს ფოთლის მთელი ფირფიტა, მარტო მისი წვერი ან მხოლოდ ფირფიტის ცალი მხარე. იგივე ითქმის მცენარეებზედაც: ავადდება ან ნაწილობრივ - ერთი რომელიმე ტოტი. ძველ ფოთლებს ვირუსული მოზაიკა ნაკლებად ემჩნევა, ფოთლის დეფორმირება და აჭრელება ინიღბება, არ ჩანს. თუმცა, თუ ფოთოლს სინათლის შუქზე გავსინჯავთ, მის სიჭრელეს ადვილად შევამჩნევთ. ერთი მცენარიდან მეორეზე გადასვლა ხდება მწერების, მეტადრე ატმის ბუგრების საშუალებით ავადმყოფისა და საღი მცენარეების მონაცვლეობით კვების დროს ავადმყოფობის გავრცელების რამდენადმე ხელს უწყობს აგრეთვე მუშები - ფოთლების მოკრეფის დროს. მოზაოკიან ფოთოლს ხელს რომ მოავლებენ, დაავდაებული ფოთლის წვენი, რომელიც თითებს აჰყვება, შესაძლებელია საღი მცენარის ფოთლის მექანიკურად დაზიანებულ ადგილას მოხვდეს. მაშინ სულ ცოტაა საკმარისი მცენარის დაავადებების გამოსაწვევად.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.