C

თა თე თი თო თუ თხ
თაბ თაგ თამ თან თაყ

თამბაქოს ჭკნობა ანუ ვილტი

L. (Fusarium oxysporum f.sp. nicotianae (Johns) Snyder et Hansen)
თამბაქოს ჭკნობას ხშირად „თამბაქოს ფუზარიოზ“ - საც უწოდებენ. აღნიშნული დაავადება ფესვთა სისტემისა და ფესვის ყელის დაავადებას იწვევს, რასაც მცენარის ხმობა მოსდევს. ავადმყოფობის გარეგნული ნიშანი მცენარის ჩვეულებრივი დაჭკნობაა. უმეტესად მცენარის განვითარების ჩამორჩენასთან და მთლიანად ჭკნობასთან გვაქს საქმე. ფოთლები ყვითლდება და ქვედა მხრიდან აყოლებით თანდათან ხმება. შეიძლება მცენარე ნაწილობრივ დაავადდეს, როდესაც მთელი მცენარე კი არ ჭკნება, არამედ მცენარის ნახევარი მხარე, რომელიმე ფოთოლი, ან ფოთლების ჯგუფი. ავადმყოფობა ზაფხულის პერიოდში ვრცელდება, შედარებით მაღალი ტემპერატურის დროს. მცენარის დაავადების ოპტიმუმია 28-30⁰ C, მინუმუმი - 7⁰ C, მაქსიმუმი -35⁰ C. ნიადაგის პირობებიდან უნდა აღინიშნოს, რომ შედარებით მშრალ, თბილ, ქვიშნარ ნიადაგებზე ავადმყოფობა მეტია, ვდრე ნესტიან ადგილში. ავადმყოფობის ხელშემწყობია მონოკულტურა, რადგან ნიადაგში მცხოვრები სოკოა და მონოკულტურით ერთსა და იმავე ნაკვეთხე ინფექციის დაგროვება ყოველწლიურად მათულობს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9