C

თა თე თი თო თუ თხ
თაბ თაგ თამ თან თაყ

თამბაქოს ჭრაქი

L. (Peronospora hyoscyami f.sp. tabacina (Adam) Sk.)
ჭრაქი თამბაქოს აავადებს განვითარების ყველა ფაზაში. აღმონაცენების დაავადება ნიადაგის ზედაპირზე გამოჩენისთანავე ხდება. მცენარეს ლებნებზე ან ახალგაზრდა ფოთლებზე ჯერ მოყვითალო წვრილი, თითქოს გაზეტილი ლაქები უვითარდება, რომლებიც შემდეგ მალე ხმება და ფოთლის ქვედა მხარე მონაცრისფერო, იისფერი ფიფქით იფარება. ეს უკანასკნელი სოკოს კონიდიური ნაყოფიანობაა. მოზრდილი მცენარეთა დაავადება რამდენიმე სახისაა. პირველი, როდესაც დააცადება ლაქების სახითაა მცენარის ორგანოებზე განვითარებული, ლაქები მთელ მცენარეზაე გაფანტული. ამ შემთხვევაში ლაქები უფრო დიდია, თუ გამხმარი, აქაც ისეთივე ნაყოფიანობაა განვითარებული, როგორც აღმონაცენზე იყო. მოზრდილ მცენარეებზე დაავადება პროგრესულად ვითარდება. ლაქა გადადის ფოთლის ძარღვებსა და ყუნწებზე, საიდანაც იბფექცია ღეროს აღწევს, შემდეგ შეიჭრება ქსოვილში და დაუბრკოლებლად ვითარდება ღეროს ჭურჭელში ისე, რომ ავადმყოფობის ყველაზე მძიმე დიფუზური - ფორმა მიიღება. ეს უკვე იმის მაჩვებე3ნელია, რომ ავადმყოფობა მცენარის მთელ სხეულსია მოდებული. რის გამოც მცენარე ზრდაში ძლიერ ჩამორჩება, განუვითარებულია, ყვავილები არა აქვს, ღერო დეფორმირებულია. საბოლოოდ მცენარე კცდება. ყველა თამბაოს ჯიში ერთნაირად არ ავადდება. ზოგი შედარებით გამძლეა, მაგალითად იმინური 580, ჰიბრიდი 10, სამსუნგ 155, ტრაპიზონი 1867 და სხვა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9