C

თა თე თი თო თუ თხ
თაბ თაგ თამ თან თაყ

თაყირი

ნიადაგის ტიპი. გვხვდება ალუვიურ და პროლუვიურ ვაკეებზე ატმოსფერული ნალექებით პერიოდულად დაფარვისას. მცენა რეულობა ძირითადად არ გვხვდება ან აღინიშნება ნაპლალებში წყალმცენარეებისა და მღიერების განვითარება. ზედაფენაში განვითარებული აქვს 2-3 სმ სისქის პოლოგონალურად დანაპრალებული ქერქი; მშრალ მდგომარეობაში იგი მსხვილფორიანი და ძლიერ, მკვრივი, ტენიანობისას ძლიერ ჯირჯვდება და წყალგაუმტარი ხდება. მას მოსდევს შრიანი და უხეშქერცლიანი 8-10 სმ სისქის ჰორიზონტი, რომლის ქვეშ განლაგებულია 30-40 სმ სისქის უსტრუქტორო, ქანზე გარდამავალი ჰორიზონტი; რეაქცია სუსტი ტუტე ან ტუტე; ჰუმუსი 0,2 - დან 0,5% - მდე. მთელ პროფილში დიდი რაოდენობითაა CO₂ - ის კარბონატი. დამლაშება სულფატურ-ქროლიდული ან ქლორიდულ-სულფატურია; ქერქი ჩვეულებრივ, არ არის დამლაშებული.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9