თესლს და სარგავ მასალას ხშირად გადაეცემა მრავალი დაავადება (სოკოვანი, ბაქტერიალური, ვირუსული). ამიტომ, სათესლე და სარგავ მასალას უტარებენ გაუსნებოვნებას - დეზინფექციას სხვადასხვა საშუალებებით და ამით იცავენ ახალგაზრდა მცენარეს დაავადებებისა და მავნებლებისაგან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.